05:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 19:59:13, 1865 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია, პირველ რიგში, შეთანხმების დოკუმენტი უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვედრები, სადაც ხალხი პირდაპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, არის მხოლოდ საინტერესო და პოზიტივის მომცემი. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტს, რომელსაც საკონსტიტუციო პროექტი ჰქვია, გარკვეული კომპრომისი მიმდინარე დებატების მეშვეობით დაემატება.

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გორში საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი.

„უკვე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა და ნათლად ვხედავთ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.კონსტიტუცია პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიისმუშაობა დასრულდა ნულოვანი კონსენსუსით. იმ კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ხელსაწერს მხოლოდ პარტია ქართული ოცნება. ასეთი ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტის განხილვისას ხალხის აზრიკიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონსენსუსი არის მთავარი, რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო პროცესში", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics