|
2017-05-11 13:03:28, 1578 ნახვა
საზოგადოება
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები ჩატარდება
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება. კამპანიის შესახებ დღეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა მიაწოდეს. 2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“ მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58. „ევრომელანომის“ კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია: საზოგადოების ინფორმირება, ასევე, ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ სულ 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4500-მდე პირმა, შესაბამისად, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც. სკრინინგს ყოველწლიურად წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა ბრიუსელში, სათაო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა „ევრომელანომის“ საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში - კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად. „ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა (www.euromelanoma.org/georgia/home-1). კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
(NS)
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)