|
2017-05-10 16:00:27, 1736 ნახვა
საზოგადოება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ - დაკავებულია 4 პირი
პარლამენტის შენობასთან, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ადამიანია შეკრებილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გამოძიების დაწყებიდან 7 თვეა გასული, თუმცა საქმე წინ არ წასულა. დაზარალებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. მომიტინგეები ქუჩის გადაკეტვას აპირებდნენ. დაპირისპირების დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ აქციის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომიტინგეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)