|
2017-05-08 10:51:31, 1797 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა სერაფიმე ავრცელებს. "დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდნენ იური ლუჟკოვი, ლეონიდ ბოჩინი და ელენე ბატურინა მეგობრებთან ერთად. მშვენივრად გავატარეთ კვირა დღე. ვადიდეთ უფალი და მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვენივრად იყო. მშვენიერი იყო ის, რომ ჩვენთან მოვიდნენ პატარები თბილისის 205-ე საბავშვო ბაღიდან", - წერს მამა სერაფიმე. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა. იგი ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გააკრიტიკა. ლუჟკოვი 2009 წელს ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ცხინვალში იმყოფებოდა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)