17:57 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 13:19:40, 1785 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი ავირჩიოთ, არჩევნები არაპირდაპირი ფორმით უნდა ჩატარდეს

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის წევრები მესამე  შეხვედრას ჩოხატაურში მართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი განუმარტა და მის უპირატესობაზე ისაუბრა.

 კობახიძის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას.

ირაკლი კობახიძის განმარტებით,  იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე.

მისივე განცხადებით,  კონსტიტუციის ახალი მოდელით  პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, მას თავისი საარჩევნო პროგრამა ვერ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე.აბსოლუტურად გაუგებარია, საარჩევნო კამპანიის პირობებში როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია პრეზიდენტობის კანდიდატსა და საზოგადოებას შორის. ვიცით, როგორ ტარდება საარჩევნო კამპანია ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად.მთელი პარტიული სტრუქტურები უნდა იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ისე გმორიცხულია პრეზიდენტობის კანდიდატის წარმატება.უნდა დაიხარჯოს მილიონები პარტიის მიერ მარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატზე. როდესაც გადიხარ მოსახლეობასთან და ატარებ კამპნაიას, გიწევს ოპონენტი კანდიდატების კრიტიკა მწვავე ფორმით. ასეთ პირობებში გამორიცხულია, პრეზიდნეტად აირჩიო ზეპარტიული კანდიდატი. ის იქნება პარტიულად ძალიან მიკერძოებული ფიგურა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ ავირჩიოთ ზეპარტიული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანი, არჩევნები არაპირდაპირი ფორმით ჩატარდეს. ამ არგუმენტებით ვსაუბრობდით სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ვერც ერთი მეტნაკლებად მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რომელიც დაადასრტურებდა პრეზიდენტის არჩევის  პირდაპირი წესის უპირატესობას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას განუმარტა, რომ პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics