16:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 19:39:20, 2182 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
იოჰანეს ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები პირველად საქართველოში განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისარ ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები, თავისი შინაარსით ნოვატორული, საპილოტეა და პირველად საქართველოში განხორციელდება.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდგომ, საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის და ევროპული სტარტაპების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ორივე პროექტი ნოვატორულია და აქამდე ევროკავშირს არსად განუხორციელებია. ევროპული სკოლა, ეს იქნება   ევროპული ღირებულებების მატარებელი.  სკოლაში სწავლება რამდენიმე ენაზე წარიმართება და იგი მოემსახურება როგორც ქართველ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებს.  მათ მიეცემათ მეტი შესაძლებლობა იყვნენ ინტეგრირებულნი ევროპასთან და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები ევროპის მასშტაბით. ეს არის ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიმართ საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დეტალებზე ვიმუშავებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან მალე დაიწყოს და გახდეს წარმატებული" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირის კიდევ ერთი საპილოტე პროექტი  ევროპული სტარტაპების პროგრამაა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თავსებადი იქნება პროექტ „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით განხორციელებულ პროექტთან.

„პროგრამა ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, მიიღონ წვდომა ევროპულ კაპიტალთან, ასევე ევროპულ ცოდნასთან და მოახდინონ თავიანთი პროექტების ევროპის მასშტაბით განვითარება" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics