|
2017-05-05 17:56:51, 1487 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომის დახურვას დაუშვებლად მიიჩნევს
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას არღვევს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნატქვამი, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი. "თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ. მათ შორის, მოსამართლემ გაიზიარა არგუმენტი, რომ საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას. მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას სახელმწიფო მმართველობის მიმართ და წარმოადგენს გარანტიას, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი. საზოგადოებას აქვს უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე მიიღოს ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომის დახურვა ნამდვილად არ ემსახურება კანონიერ მიზანს და დაუსაბუთებელია სხდომის დახურვის საფუძვლად მიეთითოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი, რადგან, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია დაცვის იმ სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც ხორციელდება ბრალდებულისა და მოწმეების მიმართ. ამასთან, სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის მიზეზად მითითებული პერსონალურ მონაცემთა გახმაურებისგან დაცვა არ შეიძლება, იყოს უპირატეს ინტერესად მიჩნეული, ვიდრე მართლმსაჯულების გამჭვირვალობის პრინციპი. სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს საჯაროდ. სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოწმეთა და სხვა პირთა დაცვის აუცილებლობა ფიზიკური ან სხვა ზიანის რეალური საფრთხისაგან, მნიშვნელოვნად გადაწონის უფლებას, თავისუფლად გაშუქდეს სასამართლო პროცესი", -ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა. ამავე თემაზე: ჯარჯი წიკლაური განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)