15:21 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:42:41, 2121 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოზე ჩანაწერის გაჩენა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიესალმება. მან დადებითად შეაფასა კონგრესმენების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, ევროსაბჭოს კომიტეტისა და    ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებები.

 "როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტაცია გვექნება ჩვენი პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით. არ არის შემთხვევითი, როდესაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიძრა. მაგალითად, კონგრესმენების წერილი პრეზიდენტს, გადაწყვეტილება, რომ ამერიკის ბიუჯეტის კანონში ჩაიწეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამგვარი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა",- განმარტა ვიქტორ დოლიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას, აშშ-ში ასევე ევროპაში, ითვალისწინებს, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას გულისხმობს.

კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაციას ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რაიმე სახის დახმარების გაწევა ეკრძალება.

ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.

ამავე კანონის თანახმად, რუსეთის გავლენისა და აგრესიის დასაძლევად ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ასევე გათვალისწინებულია თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics