15:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 11:46:20, 1867 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: 162-ე საჯარო სკოლაში კადრების ოპტიმიზაცია არ იგეგმება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ჯეჯელავას თქმით, სკოლაში ოპტიმიზაცია არ იგეგმება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ სკოლებმა მომავალში  მჭიდროდ ითანამშრომლონ და ერთმანეთს გამოცდილება  გაუზიარონ:

„ერთი, ოპტიმიზაცია არ იგეგმება არც ამ სკოლაში და არც სხვა სკოლაში. ეს ცალსახაა. მეორე, ამ პედაგოგებს  ჰქონდათ დაახლოებით 7 შეხვედრა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით და ძალიან დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ,  სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. მოგეხსენებათ, თბილისის სკოლებს შორის  სასწავლო შედეგების თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავებებია. შესაბამისად, ვფიქრობთ, თუ რაიმე  მიგნება  გვაქვს რომელიმე სკოლაში, გვერდზე სკოლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ამ მიგნებებით ისარგებლონ. ასევე,  მაგალითად, იგივე კომაროვის სკოლა წლებია  რეგიონებში ასეთ პარტნიორობას ახორციელებს, იგივე შაბათის სკოლის პროექტის განხორციელებით და ა.შ. ჩვენ გვგონია, რომ ეს პრაქტიკა,  პრინციპი, რომ სკოლებმა ერთმანეთთან ითანამშომლონ, გრძელვადიან პერიოდში მოიტანს ხარისხობრივ გაუმჯობესებას. რაც შეეხება რომ ხალხს ეშინია, ესეიგი, სამწუხაროდ, წარსულში ბევრი რამე ხდებდა პედაგოგებთან, სკოლებთან და ადმინისტრაციებთან შეუთანხმებლად წინა ხელისუფლების პიროებში და ამიტომ ეს შიშები, ალბათ,  იქიდან წამოსულია. ამ შემთხვევაში  მინდა, თქვენი დახმარებით დავარწმუნო ყველა, რომ  ყოველგვარი ოპტიმაზია და ნეგატიური შედეგები  გამოვრიცხოთ ამ პროექტის ფარგლებში. სკოლები დარჩებიან დამოუკიდებელი, ვცდილობთ, ჯგუფური პარტნიორებები გავაკეთოთ, რომლითაც ეს სკოლები ერთმანეთს დაეხმარებიან.ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ კერძო და საჯარო სკოლებიც იქნებიან  მომავალში ასეთ პარტნიორობაში. ანი, საჯარო სკოლები ერთმანეთთან, საჯარო სკოლები ერთმანეთთან და ასევე კერძო და საჯარო სკოები ერთმანეთთან“,-განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზად პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი სახელდება. სკოლის პედაგოგების განცხადებით,

პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის, რასაც კადრების ოპტიმიზაცია მოყვება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics