|
2017-05-03 14:28:19, 1886 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა ოქრიაშვილი: მაჟორიტარების დისკრედიტაცია მიმდინარეობს
მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, მაჟორიტარებზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება: „ვეხმაურები 30 მაისს იმედის კვირის ქრონიკაში გასულ სიუჟეტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენზე, მაჟორიტარებზე, ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და კონკრეტული მიზანმიმართული ანტიკამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში ხდება კონკრეტული მაჟორიტარების, მათ შორის ჩემი და ჩემი კოლეგების დისკრედიტაცია და შეურაცყოფა. ხშირად ისმის ბრალდება, რომ მაჟორიტარები არიან უფრო პასიურნი, არაკვალიფიციური, ნაკლებად ცნობადი, ვიდრე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და ამიტომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. ვფიქრობ, საქართველოში, როგორც მთელი მსოფლიოს პარლამენტებში, არიან ძალიან ბევრი აქტიური და კვალიფიციური როგორც მაჟორიტარები, ისე არამაჟორიტარი დეპუტატები. აგრეთვე არიან ნაკლებად აქტიურები და შესაძლოა, ზოგჯერ პარლამენტში ხვდებიან არასაპარლამენტო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებიც, ასეთი დეპუტატები იყვნენ და არიან ჩვენს პარლამენტშიც და ამის გამო უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა, თუ იმაზე ვიფიქროთ, როგორ ამაღლდეს საპარლამენტო კვალიფიკაცია?! საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგი და მიუკერძოებელია და ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, ასევე არიან არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალისტებიც, ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ?! რა თქმა უნდა, არა. აქ არაა საუბარი იმაზე, კარგია თუ არა კახა ოქრიაშვილი, ან სხვა მაჟორიტარები, აქ საუბარია იმაზე, როგორი სისტემა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ზომიერი კონცენტრაცია და სტაბილურობა, ე.ი. წინსვლა“,-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა და დასძინა, რომ უმრავლესობაში მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა“ და თვლის, რომ ეს ბერკეტი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში რისკის შემცველია. „ამის გამო დგას დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება- არ გაუქმების საკითხი. ამიტომ არსებულ სისტემას ლეგიტიმაცია აკლია“,-განმარტა კახა ოქრიაშვილმა. ოქრიაშვილი ასევე გამოეხმაურა სატელევიზო სივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „მინდა, დავუბრუნდე სატელევიზიო რეპორტაჟს და ვუპასუხო ბატონ რომან გოცირიძეს. რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბატონმა რომანმა მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი, ალბათ, საქათმეს და არა მაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს. ბატონო რომან, ჩვენი მაჟორიტარული აპლოდისმენტები თქვენს ფანტაზიას“,-მიმართა კახა ოქრიაშვილმა რომან გოცირიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)