13:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 18:51:05, 2198 ნახვა

საზოგადოება
„ღამის მგლების“ ლიდერი: საქართველოში ჩამოსვლას ალბათ ვეღარ მოვასწრებთ

 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა აღარ ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ბაიკერ-კლუბის პრესმდივანმა ანა კომაროვამ განაცხადა.

 როგორც კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრე "ქირურგ" ზალდოსტანოვმა აღნიშნა, კლუბის წევრებმა შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოახერხონ.

 „მიგვიწევს გული, თუმცა, ალბათ, ვეღარ მოვასწრებთ. დიდი ხანია, დავპირდი ალექსანდრე ზახარჩენკოს, ასევე პეტერბურგშიც გველოდებიან 6 მაისს“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

 ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავდნენ. ბაიკერები საქართველოშ პირველად 2015 წელს შემოვიდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერემა ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში „ღამის მგლები“ არ შეეშვათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics