|
2017-05-02 15:32:46, 1712 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო: მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობას შეიცავს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციაში, რომელიც ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, სამინისტროს ცნობით, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა. „ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით, 2017 წლის 1 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ, უზუსტობებს შეიცავს. მოგახსენებთ, რომ ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, რეალურად, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა - 2016 წლის 2 აგვისტოდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე გენერალურ შტაბსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა. შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)