|
2017-05-01 16:26:58, 1605 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ხე-მცენარეების დარგვას განაგრძობს
საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა მიიღო. „ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, დღეს სამგორის რაიონში მწვანდება ის ადგილები, რომელიც მონიშნული გვაქვს გამწვანებისთვის, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ნერგი ირგვება, ისე ჯამში, სამგორის რაიონში 500-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება დღის განმავლობაში. 8 რიცხვამდე ვმუშაობთ სამგორის რაიონში, შემდეგ გადავალთ ისანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის ვადით უზრუნველყოფს. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში ხე-მცენარეები ქალაქის ცენტრშიც დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება და მაისის შუა რიცხვამდე გასტანს. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ და მოსახლეობამ მიიღეს. დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების ნერგებია შერჩეული.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)