11:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 15:19:19, 1609 ნახვა

საზოგადოება
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტისკენ, მსვლელობა დაიწყო

“საქართველო კომპანია არ არის“, „თავისუფლების აქცია მონობის აქციაა“, „ყველა მასწავლებელს ღირსეული შრომითი ანაზღაურება“, „ 416 დაღუპული“, „ხალხის წინააღმდეგ სამართლიანი გადასახადები ამცირებს სიღარიბეს“, - ამ ტრანსფარანტებით პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ვეტერანები, ბანკების დაზარალებულები და აუდიტორია 115-ის წევრები  მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

„სოლიდარობა მუშებს“ - სკანდირებენ ისინი და მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონის მიღების, საბანკო სექტორის შეზღუდვის, კონსტიტუციაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამოდიან.

მშრომელთა საერთაშორისო დღე,  ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე  აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics