|
2017-04-30 15:53:56, 1622 ნახვა
საზოგადოება
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი დასასრულს უახლოვდება
თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. დისკუსიები გაიმართა თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები. (NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)