|
2017-04-30 10:52:34, 1841 ნახვა
საზოგადოება
საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს
საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მოზარდი სამართალდამცავებმა დედოფლის წყაროს სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ ნახეს. მოზარდი რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. არასრულწლოვანის ოჯახის წევრების თქმით, ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათი ნებართვის გარეშე წაიყვანა. მეზობლების განცხადებით, მშობლებისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო, ადგილსამყოფელის შესახებაც ფლობდნენ ინფორმაციას, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დაუმალეს. მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა. ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ნივთმტკიცებად ნაპოვნია ორი ცხენი.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)