|
2017-04-29 19:18:46, 8499 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ყიფიანი: ისე კარგად ვაფრიალებთ ამ „გეორგიევსკის ბაფთებს“, როგორც დაუბარებიათ
ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ, - ასე გამოეხმაურა "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი 9 მაისს რუსი ბაიკერების შამოსვლასა და ე.წ. გეორგიევსკის ბაფთასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას. როგორს ყიფინმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, 9 მაისს ე.წ. გეორგიევსკის ბაფთა "ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს" უნდა ეკეთოს. "ეს ისტერიკები ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პუტინის პლაკატით ჩამოდიან?! რუსეთის ჰიმნით შემოდიან?! გეორგიევსკის ბაფთით დავდივარ 4 წელი. პირველად ამ გეორგიევსკის ბაფთამ გამოიწვია ისტერიკა 2015 წელს. თურმე ეს ყოფილა უკრაინის ოკუპაციის სიმბოლო და თურმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველ ბიჭებს რუსები ხოცავდნენ ისე, რომ სამკლაურებზე ეკეთათ ეს გეორგიევსკის ბაფთები. ეს არის სისულელე. საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. მე იმიტომ მიკეთია ეს ბაფთა, რომ მეორე მსოფლიო ომს ვუკავშირებ და ის ჩემთვის გამარჯვების სიმბოლოა. ვიღაცის მახინჯ გონებაში და ვგულისხმობ რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებს რა იხარშება, მე ნამდვილად არ ვიცი და გული მწყდება, რომ საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. ეს რომ იყოს უკრაინის ოკუპაციის ან აგვისტოს ომის სიმბოლო რუსეთისთვის, გამოდის, რომ მე ვარ შიზოფრენიკი. არც შიზოფრენიკი ვარ, არც უკრაინა მეზიზღება. ან მაგ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთს 2008 წლის ომში ვგულშემატკივრობდი. ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო და დავარიგეთ ეს ბაფთები. ბაფთების დარიგება გუშინ კახეთში დასრულდა და მხოლოდ ამ რეგიონში 30 ათასამდე ბაფთა დარიგდა. ხალხმა იცის რა დანიშნულება აქვს ამ ფასთას და ახსოვს. 9 მაისს ეს ბაფთა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს სიხარულით უნდა ეკეთოს", - დასძინა ყიფიანმა. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)