11:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 17:41:05, 1480 ნახვა

საზოგადოება
ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

უწყების ინფორმაციით, წერილში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ გადასცა, ბორის ჯონსონი  ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მეგობრობა სათავეს 25 წელზე ბევრად უფრო შორეულ წარსულში იღებს.

 „1919 წელს, ჩემმა წინამორბედმა, ლორდ კურზონმა, სერ ოლივერ უორდროპი გამოგზავნა თბილისში  ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უფროს კომისრად. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამან ასახვა ჰპოვა ყოველწლიური ორმხრივი თანამშრომლობის (სერ ოლივერ უორდროპის სახელობის) „უორდროპის დიალოგის"  ფორმატის სტრატეგიულ ხარისხში აყვანით",-აღნიშნა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრს  დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს და როგორც არსებული ურთიერთობების გაგრძელებას, ასევე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

 „მე მივესალმები ჩვენს მზარდ თანამშრომლობას გლობალურ საკითხებში, იქნება ეს უსაფრთხოება თუ ტერორიზმთან ბრძოლა და ვამაყობ იმით, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებებს შორის კავშირები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებითაც“,-განაცხადა  ჯონსონმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და გააგრძელებს მისი დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics