|
2017-04-28 16:41:09, 2270 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ექსპორტის ზრდა იყო
"მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ექსპორტის ზრდა იყო",-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ეკონომიკურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. ,,ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 5,3 %-იც არ არის ბევრი. სწორედ ამიტომ არის 4 პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს",-განაცხადა გიორგი გახარიამ. საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)