|
2017-04-28 16:36:24, 1717 ნახვა
საზოგადოება
ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი დასრულდა
„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლები, სტრუქტურა და რეგულაციები შეისწავლეს. კურსის მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მიზნად ქართული მხარისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია BHC Laboratory ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ესტონელი ექსპერტი გენ ვაგულა უძღვებოდა. ესტონეთი საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.
(NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)