|
2017-04-28 15:24:28, 2287 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ცოტნე ყავლაშვილი: ბიზნეს-აქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია
„საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საპროგნოზოს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს არის იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება, რაც ჩვენ პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამენტების მიმართულებით გვქონდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას განაცხადა. საქსტატის მიხედვით 2017 წლის მარტში მშპ-ს ზრდამ 5.3 პროცენტი, პირველი კვარტლში კი - 5 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებებად მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საგადასახადო შემოსავლები დაასახელა. მისი შეფასებით, 2017 წლის მარტისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ დადებითი პარამეტრების ლოგიკური შეჯამებაა. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნეს-აქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია, რისი თქმის საშუალებასაც აპრილში საგადასახადო შემოსავლების ზრდადი დინამიკა იძლევა. „ჩვენ მიმდინარე თვეში ამ პარამეტრის 18 პროცენტიან ზრდას ველოდებით წინა წელთან მიმართებაში”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. „ეს ყოველივე არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაშია განსაზღვრული და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტულ მაჩვენებელში აისახა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მოგების გადასახადის რეფორმას, აგრეთვე ზრდაზე ორიენტირებულ ხარჯვით პოლიტიკას და მაღალ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა.
(NS)
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)