|
2017-04-27 18:36:20, 1903 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: იქ, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევაში სისტემური პრობლემები წარმოიქმნა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქტიური დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება ერთმევა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეალურად, ახალი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესზე გადასვლას ითვალისწინებს, საქართველოში ოპტიმალური საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომელიც არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე მიუთითებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში პრეზიდენტის არაპირდაპირი გზის არჩევის წესის წინააღმდეგ, ვერც ერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოისმინეს. „რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, აქ განსაკუთრებით აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. არის ერთგვარი მესიჯი, რომ ხალხს ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება, რეალურად მიგვაჩნია, რომ ეს ახალი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს არაპირდაპირ წესზე გადასვლას, ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელი, ოპტიმალური საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას“,-განაცხადა კობახიძემ. მანვე ამ თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკაზე ისაუბრა. „იქ, სადაც არ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით, დღემდე არც ერთ ქვეყანაში სისტემური პრობლემა არ წარმოქმნილა, მაშინ როდესაც იქ, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევაში წარმოიქმნა სისტემური პრობლემები. ეს სისტემური პრობლემები სხვადასხვა სახისაა. ერთ-ერთია, მაგალითად, ოდიოზური ფიგურების არჩევა, ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე. ამას ევროკავშირის არაერთი ქვეყნის მაგალითი ცხადყოფს, როდესაც იგივე ფაშისტური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატი კინაღამ აირჩიეს პრეზიდენტად, ასევე, არაპროდასავლური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტები აირჩიეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და ასე შემდეგ“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ კიდევ ერთი პრობლემა, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, კომპეტენციების აღრევაა. „მით უმეტეს, საერთოდ წარმოუდგენელია სისტემის პირობებში, რაც დღეს და ხვალ იქნება, როგორ უნდა წარმართოს საპრეზიდენტო კამპანია, რა მესიჯებით უნდა გავიდნენ კანდიდატები საზოგადოებში და ასეთი კამპანიით როგორ ავირჩიოთ ზეპარტიული პრეზიდენტი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)