22:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 17:48:44, 1806 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: გამოძიება ისე დასრულდა, რომ პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა პირი, რომლისგანაც მამალაძემ ციანიდი შეიძინა

დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას შეფასებით, მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. 

როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ანგარების მოტივი, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, გამორიცხულია.

“მამა გიორგი მამალაძეს ვერანაირი ინტერესი ვერ ექნებოდა შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მაშინ როცა საპატრიარქოში მისი თანამდებობა, სტატუსი, ასევე ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო . დანაშაულის ჩადენა ანგარების მოტივით წარმოუდგენელია. წარდგენილი ბრალი კი კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს პროკურატურას“, - განაცხადა ფანცულაიამ.

რაც შეეხება საქმეში მტიცებულების სახით დართული აუდიო-ვიდეო მასალის ავთენტურობის საკითხს, ადვოკატის განმარტებით, მასალის ავთენტურობის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს. 

“აუდიო-ვიდეო მასალის ავთენტურობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუკი ის ნამდვილია, არ მუშაობს მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, რადგან მასში დეკანოზის ბრალეულობა არ იკვეთება. სამი თვეა მოვუწოდებ პროკურატურას, გაავრცელოს ჩანაწერის სრული ვერსია, რადგან ასე კიდევ ერთხელ დამტკიცდება მამალაძის უდანაშაულობის საკითხი. საზოგადოებას კი სრული წარმოდგენა შეექმნება საქმეზე”, - აღნიშნა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ფანცულაიას თქმით, საქმეზე გამოძიება ისე დასრულდა, რომ პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა ადამიანი, რომლისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა. მისივე შეფასებით, ეს ბრალის აბსურდულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

ამასთან, დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმის სახით პროკურატურამ მხოლოდ ჟურნალისტ ირაკლი მამაძის ვარაუდები გამოიყენა. 

ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.

ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics