|
2017-04-27 13:09:35, 1548 ნახვა
საზოგადოება
უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი შეიქმნა
უსინათლო და მცირემხედველი პირები დღეიდან იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდის http://sda.gov.ge მეშვეობით, სააგენტოში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ხმოვანი სისტემის შემქმნელები. სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი პირები ადაპტირებულ ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში მიიღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მომხმარებლებისათვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი - შესაძლებელია, როგორც ფონის ფერის, ასევე შრიფტის ზომის ცვლილება, რაც მცირემხედველი პირების საჭიროებებზეა მორგებული. ასევე შესაძლებელია ხმოვანი ფუნქციის აჩქარება და შენელება. ვებ-გვერდის ადაპტირება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანთა უფლებები ყველასთვის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ დახმარების მეშვეობით სააგენტომ შეიძინა ქართული ენის ხმოვანი ძრავი და ვებგვერდის შექმნის მომსახურება. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)