10:16 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 11:41:24, 1617 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ საქართველო 64-ე ადგილზეა

"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" 2017 წლის "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს" აქვეყნებენ.

"პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" საქართველო 64-ე ადგილზეა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს 27.76 ქულა აქვს და ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

"ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოში მედია გარემო გააუმჯობესეს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, სატელიტური მაუწყებლობის პლურალიზმი და მაუწყებლის მარეგულირებელი ორგამოს გარდაქმნა. რიგი სკანდალების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში დაადგინა, რომ სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული თვალთვალი გარკვეულ გარანტიებს უნდა ექვემდებარებოდეს. ჯურნალისტებზე ძალადობა იშვიათი ფაქტია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათ მიმართ უქარის თაობაზე. თუმცა, მედია ისევ პარალიზებულია და მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მედია საშუალებების მფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული დავა შემაშფოთებელია, ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის. მთავარი ოპოზიციური არხის, "რუსთავი 2"-ის ბედი ამ კუთხით ერთგვარ გამოცდას წარმოადგენს", - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 - ნორვეგია, 2 - შვედეთი, 3- ფინეთი, 4 - დანია, 5 -- ჰოლანდია, 6 - კოსტა რიკა, 7 - იამაიკა, 9 - ბელგია, 10 - ისლანდია.

ევროპის წამყვანი ქვეყნები: გერმანია - 16 ადგილზეა, საფრანგეთი - 39-ე ადგილზეა, 40-ე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 162-ე ადგილზეა, თურქეთი 155-ე ადგილს იკავებს, რუსეთი 148-ე ადგილზეა, უკრაინა 102-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი 79 ადგილზეა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics