12:02 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 17:14:24, 1977 ნახვა

პოლიტიკა
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე: საქართველოში ინვესტიციებისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალი ლარიჯანმა აღნიშნა, რომ ირანი პოზიტიურად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანთან ურთიერთობები ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტია.

"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ორმხრივი ინტერესია. წელს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია და ვფიქრობთ, დღეს შეიძლება, თვისობრივად ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხს, ასევე - ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარემ ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics