|
2017-04-19 20:59:31, 2018 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღებისკენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის სამართლებრივ ჩარჩოებში დარეგულირებას. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა მთავრობის პოლიტიკის მეორე ძირითად ასპექტს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან იმ ტიპის დიალოგის წარმოება, რომელიც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა ხელს უწყობს მესამე, მნიშვნელოვან პუნქტს - რეინტეგრაციის პროცესს, შერიგების პოლიტიკას და საზოგადოების გაერთიანებას. „ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უქმნის ყველა წინაპირობას რეინტეგრაციის პროცესს, იმისათვის, რომ საზოგადოებები შერიგდნენ და გაერთიანდნენ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვით მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)