19:54 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:34:38, 1908 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: 2016 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. 

როგორც მან პარლამენტში 2016 წლის ანგარიშისის წარდგენისას განმარტა,   ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. 

„2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს 7 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთი-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ხაზგასასმელია უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი. 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სათანადო დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics