|
2017-04-06 17:32:55, 1701 ნახვა
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: პროფესიული განათლება დასაქმების გარანტიას იძლევა
დღეს, კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში ღია კარის დღე, ,,საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაზიარება’’ გაიმართა. ღონისძიებას, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. სტუმრებმა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ წარმოდგენილი პროფესიული სტენდები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სასწავლო ლაბორატორიებისა და სახელოსნოების მუშაობის პრონციპს და დაესწრნენ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რამდენიმე ახალ პარტნიორ ორგანიზაციასთან. „ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული სასწავლებელი, სადაც სახელმწიფოს გვერდში დგომითა და მხარდაჭერით ყოველწლიურად 1000 ახალგაზრდა სრულიად უფასოდ იღებს განათლებას და თავისთავად ცხადია, რომ ეს რიცხვი უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში. დღეს შრომის ბაზარზე არის დეფიციტი იმ პროფესიებისა, რომელსაც „აისი“ სტუდენტებს სთავაზობს, ამიტომ ამ სასწავლებელს აქვს შესაძლებლობა მისცეს ხარისხიანი განათლება და კურსდამთავრებულებს შესთავაზოს ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არსებულ კოლეჯებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე. პროფესიული განათლება არის სრულად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მარტივი ტესტირების საფუძველზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიმართულებით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, რომელმაც 2016 წელს 56%-ს მიაღწია (2015-ში 47% იყო). ამ ეტაპისთვის, საქართველოში 50-მდე სასწავლებელია, სადაც შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)