|
2017-04-06 14:12:04, 1508 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტების „ერთი დღე ჯარში“
ნატოს კვირეულის ფარგლებში ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ღონისძიება - „ერთი დღე ჯარში" გაიმართა. სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლების „ერთი დღე ჯარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართვით დაიწყო. მან ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და ფორმატებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა სწორი გზავნილი საზოგადოებასთან სწორედ მათ უნდა მიიტანონ. ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს კვირეულის მნიშვნელობაზე, კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მასში ნატოს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ლექცია სხვადასხვა მომხსენებელმა ჩაუტარა. ოფიცრებმა კი, მედიას სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს. საუბარი ასევე, შეეხო JTEC-ის ამოცანებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობას. ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ცენტრი და ვაზიანის სასროლეთი აღმოჩნდა. მედია სხვადასხვა სასწავლო პროცესში ჩაეღთო და სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. ნატოს კვირეული საქართველოში მეათედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)