|
2017-04-05 11:11:00, 1683 ნახვა
საზოგადოება
„ხალხის პარტია“ ოპოზიციურ პარტიებს „მეორე არხის“ გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლის წარმოებას სთავაზობს
„ხალხის პარტია“ ოპოზიციურ პარტიებს „მეორე არხის“ გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლის წარმოებას სთავაზობს. პარტიის თავჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე ოპოზიციურ პარტიებს ტელევიზიის დასაცავად საკუთარ ოფისში იწვევს. “მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს დავდგეთ სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და შევინარჩუნოთ “მეორე არხი”, ის ერთადერთი არხია სადაც პირდაპირი ტრანსლირება ხდება პარლამენტის სესიების, ასევე ერთერთი არხია, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბრად გვაძლევს საშუალებას ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას. ამისთვის თითოეულ თქვენგანს ვთავაზობ საკუთარ ოფისს, რათა ყველამ ერთად დავჯდეთ და ერთად დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. თუ კი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ შეგვეზღუდება ჩვენს ამომრჩეველთან ურთიერთობის უფლება, ამიტომ გთავაზობთ გავერთიანდეთ ამ თემის ირგვლივ და არ მივცეთ ვასილ მაღლაფერიძეს შეგვიზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ეს ტელევიზია გვჭირდება ზუსტად ისე, როგორც თევზს წყალი”,- აცხადებს “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. მის: თბილისი, ჯავახიშვილის 73 პრესასთან საკონტაქტო პირი: თამარ ქათამაძე 557 019090
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)