19:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 19:05:57, 1577 ნახვა

საზოგადოება
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო ასევე 3% კატეგორიულად წინააღმდეგია. გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მას გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 6% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% კი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +- 2,5%-ია.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. 

გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონე  საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო.

კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics