|
2017-04-03 14:46:28, 1412 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, იასონნა ლაოლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცე სურვილი, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ინდონეზიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები ინდონეზიის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. საქართველოს შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მღებრიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროექტები, ასევე, ერთობლივი ოპერაციების მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის შესახებ ისაუბრა. (NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)