17:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 13:42:45, 1684 ნახვა

საზოგადოება
გელა ხვედელიძის მეუღლე: ელოდებოდა ორი ნიღბიანი - წიხლებს ურტყამდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილზე გელა ხვედელიძის თავდასხმას მისი მეუღლე მარეხი ფერაძე შეესწრო.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, სახლიდან გამოსულ მის მეუღლეს ორი ნიღბიანი პირი დახვდა.

"სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა არ ყოფილა, არ ვიცი გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. სამი წუთით ადრე გამოვიდა ჩემი მეუღლე და მეც ჩამოვედი. კარები დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა, ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი უცებ გაიქცნენ. წიხლებს ურტყამდნენ", - განაცხადა ფერაძემ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილზე გელა ხვედელიძის ტავდასხმას მისი მეუღლე მარეხი ფერაძე შეესწრო. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics