16:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 14:46:59, 1753 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს

ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეების გაფრთხილება მოხდა ასევე ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში.

„გამგეობის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები ინფორმირებულები არიან თბილისში არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია 6 თვის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე.

შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.

დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics