|
2017-03-31 19:52:28, 1583 ნახვა
საზოგადოება
2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დანაშაულის სტატისტიკას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს გააცნო. 2015 წელთან შედარებით ყაჩაღობამ 100 შემთხვევით იკლო. შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქურდობა 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. 2016 წელს რეგისტრირებულია: ქურდობა - 418, ოჯახური ძალადობა - 393, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული- 361, კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა - 260, ცივი იარაღი - 112, მკვლელობა - 3. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მაჩვენებელში შედის საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობის გამო საქართველოში ჩამოყვანილების რიცხვიც. შსს-ს ცნობით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მაღალია. უწყების ინფორმაციით 2015 წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაული 2%-ით არის გაზრდილი. „ათწლიან დინამიკაში დანაშულის კლების ტენდენცია სტაბილურია, მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 2,5%-ითა გაზრდილი დანაშაული, ისიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მათ შორის, გულისხმობს ჩვენს აქტივობას იგივე კიბერდანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია სტაბილურად გაზრდილია“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)