|
2017-03-31 10:51:36, 1278 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსის იუსტიციის სამინისტრო ქართულ სააღსრულებო სისტემას გაეცნო
ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო. ბელარუსის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანდრეი ავდეევი და ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ. სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. ბელარუსის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ. ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის დელეგაცია ეწვია იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სტუმრების დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება. საქართველოს აღსრულების სისტემით ბელარუსი 2016 წლის მაისში დაინტერესდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის თავისებურებები გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელარუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)