14:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 16:01:55, 1610 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული გამოცდებისათვის და საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია  31 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს:

„გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე  www.naec.gov.ge და online.naec.ge მიმდინარეობს.

30  მარტის მონაცემებით  რეგისტრირებულია: 37 300 -ზე  მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 200 -ზე  მეტი სტუდენტი  საგრანტო კონკურსისათვის. 

რეგისტრაციის  ძირითად  ეტაპზე  პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი. 

20  მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება.  აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 2 47 33 33. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის შესაძლებელი”, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics