|
2017-03-30 14:56:46, 1350 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის მთავრობა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშევმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და თბილისი ურთიერობა აკავშირებს. „საქართველოს და უკრაინას არამხოლოდ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებთ როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე ხალხებს შორისაც, არამედ ორ საუკუნოვანი, ერთ ისტორიულ ბედქვეშ ცხოვრება ორი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ერთიდაიგივე იმპერიის წინააღმდეგ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისათვის. ერთდროულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა გასული საუკუნის 20-იან წლებში, ერთდროულად დავკარგეთ დამოუკიდებლობა, ერთდროულად მოვიპოვეთ მეორედ დამოუკიდებლობა გასული საუკუნის ბოლოს და დღეს ორივე ვართ ერთიდაიგივე აგრესორის მსხვერპლი. ორივეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ორივეს გვყავს ძალიან ბევრი დევნილი. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველო როცა იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში, მე პირადად იქ ვიბრძოდი ამ დროს, ერთადერთი ქვეყანა, ერთადერთი მისი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ იყვნენ უკრაინელები. პირადად მე არაერთ უკრაინელს შევხვედრილვარ, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და დღეს არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის. ჩვენი მთავარი პრობლემაა ცხადია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველა იძულებით გაადაადგილებული პირის თავის სახლში ღირსეულად დაბრუნება. თუმცა სანამ ეს მოხდება, ორივე ქვეყანას გვაქვს ძალიან სერიოზული ამოცანები როგორ მოვახერხოთ, რომ დევნილებმა ღირსეულად იცხოვრონ და ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ დაბრუნებამდე. ამაში ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ძალიან დიდი გამოცდილება, ამ გამოცდილებას აქვს დადებითი მხარეები რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და ასევე აქვს უარყოფითი გამოცდილებაც, რისი გაკეთება არ შეიძლება, რა ჯობია და ა.შ. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამოცდილება გამოადგებათ უკრაინელ კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ქვეყანა, უკრაინა და საქართველო , საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. მემორანდუმის მიზანია, უკრაინის მთავრობის მიერ საქართველოს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რათა მათ იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეფექტურად უპასუხონ. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის თანახმად, ქართული მხარე უზრუნველყოფს სათანადო ცოდნის, სისტემებისა და უნარების გადაცემას უკრაინის მთავრობისთვის, რაც გააძლიერებს და განავითარებს უკრაინის ტექნიკურ შესაძლებლობებს იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კიდევ უფრო გააღრმავებს მთავრობათაშორის თანამშრომლობას. მემორანდუმი პროექტ „უკრაინის მთავრობის ტექნიკური დახმარება იძულებით გადაადგილების თემაზე საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით“ ფარგლებში ფორმდება. პროექტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებით ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) ახორციელებს. (NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)