2017-03-28 22:16:58, 1735 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული: ბაზარი კი არ დაიწვა, დაგვწვეს
კი არ დაიწვა, დაგვწვეს, - ამის შესახებ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ნარგიზ მეგენეიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, ბაზარი ნახევრად დამწვარი იყო და სახანძრო წყალს არ ასხამდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ბავშვთა სამყაროს გამიზნულად გაუჩინეს ხანძარი.
„ჩვენ ამ გზით მოგვიშორეს თავიდან. სანამ დაიკეტებოდა, ჭერზე დარბოდა ვიღაცა და რა ხდებაო, ვიძახდით. არ ვიცი, რა დაყარეს, რა ქნეს. 4-ის ნახევარზე რო გამოვედი ადგილზე, ნახევარი ბაზარი უკვე დამწვარი იყო და სახანძრო მაშინ მოვიდა. ყველა დამნაშავეა ამაში“, - განაცხადა დაზარალებულმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან