2017-03-28 19:58:11, 1496 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს
ვიზალიბერალიზაცია ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიღწევა ძლიერ სტიმულს წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი მიღწევებისთვის.
„ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შორს მიმავალი რეფორმების განხორციელებისას, რამაც დადებითი ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. აღნიშნული მიღწევა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ძლიერ სტიმულს წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი მიღწევებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან