03:05 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 10:10:00, 2058 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ბალტიის ასამბლეამ ცხინვალის რეგიონში „რეფერენდუმის“ გამართვის გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება გაავრცელა

ბალტიის ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის  განცხადება ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განცხადებაში ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
 
„ბალტიის ასამბლეა სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის 2017 წლის 16 თებერვლის განცხადებას, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის გამართვის გადაწყვეტილების თაობაზე და ევროკავშირის 2017 წლის 9 მარტის განცხადებას „საქართველოში აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის“ შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 
საკუთარ განცხადებაში ბალტიის ასამბლეა ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს  შორის ხელმოწერილი ყველა შეთანხმება არალეგიტიმურია, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შეუსაბამობაში მოდის რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან.
 
ბალტიის ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics