10:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:11:14, 1457 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირეს მხარი.

ახალ თავმჯდომარე პროფესიით ექიმია, თუმცა ბოლო პერიოდში ის ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამასთან, შეროზია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“.

უმცირესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სხდომაზე ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ცნობისთვის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ქალაქ ზუგდიდს მაჟორიტარად იყარა კენჭი და გაიმარჯვა.

შეროზიას არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი თოდუა ასრულებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics