02:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 11:27:59, 348 ნახვა

პოლიტიკა
მირჩეა დუშა: საქართველო წინ სწორი გზით მიემართება

„საქართველო სწორი გზით მიემართება წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ ყველა იმ  ძალისხმევას, რომელიც ქართულმა მხარემ არსებითი პაკეტის რეალიზაციისთვის განახორციელა“, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა მირჩეა დუშამ ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირჩეა დუშამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერია.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მეგობრებს, რომ მომეცა საშუალება და მოწვევა მივიღე თქვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად. რუმინეთი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და თანმიმდევრული მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, უკვე მეორედ, ჩვენმა საელჩომ მიიღო მანდატი თბილისში, რათა იმუშაოს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს რანგში. ნატო-ს მთავარი ჯგუფი ძალიან მალე დაიწყებს მაქსიმალურ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს არსებითი პაკეტის განხორციელება საქართველოში. რუმინეთის წარმომადგენელი ამ გუნდში დაიკავებს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას. საქართველოს ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ყოველთვის, როცა ნატო-ს მინისტერიალი იმართება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს ურთიერთობას სპეციალური კომისიისა და სესიის სხდომა ეძღვნება. რუმინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც თავისი საგარეო ან თავდაცვის მინისტრების თქმით და სახით, რეგულაურად უსვამს ხაზს ამ სხდომაზე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია. იგივე ეხება უკრაინასა და მოლდოვას. ამ შეხვედრაზე ყველა ზემოაღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ხაზი გაესვა საქართველოსთან თანამშრომლობას, ევროკავშირთან, ასევე იმ მნიშვნელობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ასევე ევროკავშირის მისიაში საქართველოს მონაწილეობას გაესვა ხაზი. აქ ვგულისხმობ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას. აქცენტი გავაკეთეთ რიგის სამიტის მნიშვნელობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში. ორხმრივი ურთიერთობების მიმართულება გახლდათ მნიშვნელოვანი თემა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ნატო-ს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში. მე ხაზი გავუსვი იმ მნიშვნელოვან მიმართულებას თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებს შორის ხორციელდება. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ სიტუაციაზე, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის ფონზე და იმ გარემოებას გავუსვით ხაზი, რამდენად მნიშვენლოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა შავი ზღვის აუზის რეგიონში, რადგანაც ჩვენ, მეზობელი ქვეყნები ამ რეგიონში ვართ. დასკვნის სახით გეტყვით, რომ საქართველო სწორი გზით მიემართება წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ იმ ძალისხმევას, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა იმისათვის, რომ საქართველოს შეექმნა შესაძლებლობები განახორციელოს არსებითი პაკეტის რეალიზაცია. რუმინეთი კვლავ იქნება ამ პაკეტის იმპლემენტაციის ერთ-ერთი ურყევი მხარდამჭერი“, - განაცხადა მირჩეა დუშამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics