11:45 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 10:58:52, 335 ნახვა

FT: ევროპა პუტინს შესთავაზებს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ომის დასრულებისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობის გამწვავებისა და კიევისადმი ამერიკის მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით კრემლთან საკუთარი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. Financial Times-ის საერთაშორისო მიმომხილველის, გიდეონ რახმანის ცნობით, ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მალე შეიძლება შედგეს.

რუსეთ-ევროპის პოტენციური მოლაპარაკებების დროს პუტინს შესაძლოა ომის დასრულების ორი ვარიანტი შესთავაზონ. რახმანის თქმით, პირველი სცენარი გულისხმობს ევროპელების მიერ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ „კონფლიქტის გაყინვას“ იმის გარანტიის სანაცვლოდ, რომ უკრაინა არასდროს შეუერთდება ნატო-ს. „მეორე სცენარი გულისხმობს, რომ უკრაინა რუსეთს დაუთმობს დონბასის დარჩენილ ნაწილს, მაგრამ შემდეგ შეუერთდება ნატო-ს“, - ამტკიცებს ავტორი წყაროების მითითების გარეშე.

ადრე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „სტრატეგიულ ჩიხში“ შევიდა, რადგან რუსეთი დონბასზე სრულ კონტროლს მოითხოვს, რასაც კიევი მიუღებლად მიიჩნევს. მან დასძინა, რომ ამჟამინდელი სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია როგორც მოლაპარაკებების, ასევე ერთი ან ორივე მხარის მხრიდან ესკალაციის გზით. კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინამ სრულად უნდა დატოვოს დონბასის მთელი ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუს ჯარებს ოთხნახევარი წელია არ შეუძლიათ.

FT-ის ცნობით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განსაკუთრებით კიევისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესუსტების გათვალისწინებით. ამიტომ, ისინი სულ უფრო მეტად მიიჩნევენ სამშვიდობო ძალისხმევაში პირდაპირ მონაწილეობას აუცილებლობად, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული ფონდები „უკრაინას აშშ-ის ფინანსური დახმარების დასრულების შემდეგაც ინარჩუნებს“.

რაჰმანმა აღნიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის „მზარდი კონსენსუსია“, რომ ევროპელი ლიდერები აღარ შეიძლება დაკმაყოფილდნენ იმ სიტუაციით, როდესაც პუტინს მხოლოდ ვაშინგტონის წარმომადგენლები ესაუბრებიან. მან ასევე განაცხადა, რომ რუსებთან საკომუნიკაციო არხები „უკვე ღიაა“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics