|
2017-03-27 13:19:15, 1414 ნახვა
საზოგადოება
ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, დავით გუნაშვილმა ადამიანური რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სემინარში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სემინარის მიზანს თავდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს. ოთხი დღის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის ლექტორი, უილიამ ჰათჩი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ამერიკულ მოდელს გააცნობს და ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებს, რაც ადამიანური რესურსების სისტემის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია. სემინარი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და დისკუსიების გამართვასაც ითვალისწინებს. სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატო-საქართველოს ერთობლივი არსებითი პაკეტის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. სკოლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება. (NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)