|
2015-04-06 10:31:56, 295 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას მირჩეა დუშას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშას შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მინდია ჯანელიძემ რუმინსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე, მინდია ჯანელიძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ჯენლიძის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერია. „ჩვენ სტუმრად გვყავს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის რუმინეთის თავდაცვის მინისტრი. საინტერესო შეხვედრა გვქონდა. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, როგორც ნატო-ს, ევროკავშირის, ისე ორმხრივ ფორმატში. რუმინეთი არის ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის პროცესში. ამიტომ, მნიშვნელოვანია რუმინელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი. მნიშვნელოვანია ასევე ეს ვიზიტი, რათა ვიპოვოთ ახალი მიმართულებები, სფეროები, სადაც ქართველი და რუმინელი სამხედროები, თავდაცვის უწყებები ითანამშრომლებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობი ფორმატში. უკვე დასახული გვაქვს კონკრეტული გეგმები და ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროებში იქნება ნაყოფიერი“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)