10:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 09:46:24, 1731 ნახვა

საზოგადოება
დღეს ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართება

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას საქართველო სამდღიანი ღონისძიებებით აღნიშნავს.

''ევროპა ჩვენს ქუჩაზე'' -ღონისძიებები გუშინ  განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასევე, 27-28 მარტს თბილისში მთელი დღის განმავლობაში არაერთი საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს 21:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე  გალა კონცერტი ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი.  კონცერტი  2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება.

ასევე, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება  გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას 28 მარტიდან  შეძლებენ.

ამავე თემაზე

http://www.epn.ge/index.php?id=42477





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics