|
2017-03-25 14:17:29, 1442 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის წარმომადგენელი: ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო
სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციალა ქათამაძის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენების გამოდაკავებულებიდან ერთ-ერთმა შემშილობა დაიწყო. ამასთან, ქათამაძემ მოშიმშილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5-დღიან პატიმრობაში იმყოფებოდა. ქათამაძის თქმით, სამივე პირი, რომლებიც გუშინ დააკავეს, აცხადებენ, რომ დაკავებისას ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ცნობისთვის, ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ სამი პირი გუშინ დააკავეს. მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღესვე იმჯელებს. სხდომა 17:00 საათზე დაიწყება. სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში 15 პირია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11-12 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე - რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)