|
2017-03-25 12:55:19, 1492 ნახვა
საზოგადოება
მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მდინარე დიღმულას გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელთან - ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილესთან დავით დოლიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება. „მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ, მერიის ინფორმაციით, მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია და ხეობა ბოლო ათეული წლებია არ გაწმენდილა, რაც თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევდა. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. (NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)